აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ქართველმა საოპერო მომღერალმა გიორგი ჭელიძემ პირველი ადგილი მოიპოვა
აზერბაიჯანში გამართულ ბიულ-ბიულის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ახალგაზრდა ქართველმა საოპერო მომღერალმა გიორგი ჭელიძემ პირველი ადგილი მოიპოვა.
რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონკურსში საქართველოდან ექვსი კონკურსანტი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე მომღერალი მონაწილეობდა.
გიორგი ჭელიძემ კონკურსის კიდევ ერთი ჯილდო – ახალგაზრდულ პროგრამებში მოსკოვის დიდ თეატრთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიიღო.
კონკურსანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული საერთაშორისო ჟიური აფასებდა. საქართველოდან ჟიურიში თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი თემურ გუგუშვილი იყო მიწვეული.
როგორც თემურ გუგუშვილმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ბაქოში გამართულმა კონკურსმა აჩვენა, რომ ქართული ვოკალური სკოლა რეგიონში საუკეთესოა.
„ამ კონკურსით საქართველომ დიდი სახელი დატოვა, არაერთმა ახალგაზრდა მუსიკოსმა გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის და თბილისის კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელების სურვილი“, – განაცხადა თეიმურაზ გუგუშვილმა.