აზერბაიჯანსა და სომხეთში აცხადებენ, რომ საზღვარზე ვითარება დასტაბილურდა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 ნოემბრის საღამოდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დასტაბილურდა და არსებულ ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ.
ოფიციალური ბაქოს პოზიციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სამსახურს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე, ამჟამად შედარებით სტაბილური ვითარებაა და ხორციელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.