დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ფედერაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხში შუამავლობას გააგრძელებს
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ფედერაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხში შუამავლობას გააგრძელებს

რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს შუამავლობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, სიტუაციის სტაბილიზება შესაძლებელია მხოლოდ მთიანი ყარაბაღის რეგიონის შესახებ ზოგადი შეთანხმებების განხორციელებით.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსული მხარე შუამავლობას გააგრძელებს. ჩვენ კვლავ იმედი გვაქვს, რომ სიტუაციის სტაბილიზაციის ერთადერთი გზა სამმხრივი შეთანხმებების განხორციელებაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ქვეყანამ უპირველესად, უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ეს იქნება მსგავსი ინციდენტების აღკვეთის გარანტია“, – განაცხადა პესკოვმა.