აზერბაიჯანისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აზერბაიჯანისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აზერბაიჯანისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ და ზაქირ ჰასანოვმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს.

მედიის ცნობით, ზაქირ ჰასანოვმა საუბრისას განაცხადა, რომ სომხური მხარის მიერ საზღვარზე განხორცილებული პროვოკაციები მტკიცედ იქნა აღკვეთილი აზერბაიჯანული მხარის მიერ.

როგორც მედია წერს, თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამისი ძალისხმევის განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სომხეთმა პროვოკაცია მოაწყო და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ ზომებს მიმართავენ მის აღსაკვეთად. მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რათა დაეკავებიანთ უფრო სასარგებლო პოზიციები.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში კი განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს შეტევა განახორცილეს და შეტაკებები ახლაც გრძელებდა. როგორც აღინიშნა, გამოყენებულია არტილერია, ბრონირებული მანქანები და სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე.