სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო ზონაში სროლების შესახებ იუწყებიან
სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო ზონაში სროლების შესახებ იუწყებიან

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა სროლები განახორციელეს ტავუშის რაიონში განთავსებული სომხეთის თავდაცვის ძალების პოზიციების მიმართულებით. სომეხმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად რაიონში მდგომარეობა სტაბილურია.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემშედინსკის რაიონის ჩინარლისა და მუჰანჯიგის სოფლებში განთავსებულმა სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს თოვუზის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით.

თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.