ავტოსაგზაო შემთხვევა დიდუბეში მსხვერპლით დასრულდა [ვიდეო]

თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.