ავტობანზე, გორთან ახლოს მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მიემართება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მომხდარის გამო ავტობანზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.