ავტობანზე, გორთან ახლოს ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

14:50, 11.08.2019

ავტობანზე, გორთან ახლოს მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მიემართება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მომხდარის გამო ავტობანზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.

მსგავსი