ავსტრიის კოალიციური მთავრობის ფორმირება კონსერვატორებსა და ულტრამემარჯვენეებს შორის მიღწეული შეთანხმებით განხორციელდა. მემარჯვენე ცენტრისტული „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერმა სებასტიან კურცმა კოალიციის შექმნის შესახებ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა.
„თქვენი მთავრობა იქნება ფირუზისფერი და ლურჯი“ – განაცხადა კურცმა იმ მიზნით, რომ ამ ფერებით „სახალხო პარტია“ (ფირუზისფერი ლოგო) და „თავისუფლების პარტია“ (ლურჯი ფერის ლოგო) აღენიშნა.
ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ (FPÖ), რომლის ლიდერი ჰაინც-ქრისტიან შტრახეა, ანტიემიგრაციული, ანტიისლამური და ევროსკეპტიკური ხედვით გამოირჩევა.