სებასტიან კურცი - მოხარული ვარ, რომ რუსეთთან დიალოგისკენ ნაბიჯებს ვხედავ
სებასტიან კურცი - მოხარული ვარ, რომ რუსეთთან დიალოგისკენ ნაბიჯებს ვხედავ

მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ვხედავ რუსეთთან დიალოგისკენ ნაბიჯებს, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეოგრაფიულად რუსეთთან უფრო ახლოს არის ევროკავშირი, ვიდრე აშშ, შესაბამისად, ბევრი საკითხი ევროკავშირზე უფრო მეტად მოქმედებს.

„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ვხედავ რუსეთთან დიალოგისკენ ნაბიჯებს. ცოტა ხნის წინ შედგა სამიტი ბაიდენსა და პუტინს შორის და მე არა მხოლოდ მივესალმე ამ სამიტს, არამედ მოვითხოვე, რომ მოხდეს აზრთა გაცვლა ევროკავშირსა და რუსეთს შორისაც. ჩვენ გეოგრაფიულად უფრო ახლოს ვართ რუსეთთან, ვიდრე აშშ, ჩვენ უბრალოდ ვერ ვიდგებით და ვერ ვადევნებთ თვალს აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგს მაშინ როდესაც, მრავალი საკითხი, როგორიცაა უკრაინა, ჩვენზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე აშშ-ზე“, – განაცხადა სებასტიან კურცმა.

რუსეთთან ურთიერთობები ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, გერმანია და საფრანგეთის გამოვიდნენ რუსეთ-ევრკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით.