სებასტიან კურცი – დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ სებასტიან კურცი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
კურცის თქმით, ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ.
„დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის.
ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – წერს სებასტიან კურცი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ იორკში სებასტიან კურცთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დიალოგში ავღანეთის თემაზე, რომელიც ავსტრიის კანცლერის ორგანიზებით გაიმართა.
Many thanks @GharibashviliGe for our good meeting and for participating at today’s high-level roundtable on #Afghanistan! #Austria and #Georgia enjoy excellent bilateral relations and we work closely together in the fight against the #COVID19 pandemic. pic.twitter.com/2LbhG9KEN7
— Sebastian Kurz (@sebastiankurz) September 21, 2021