როგორც ავსტრიის მთავრობის ახალი მეთაური სებასტიან კურცი აცხადებს, ანკარას ბოლო წლების პოლიტიკის გათვალისწინებით, “სამართლიანი იქნებოდა, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგი შეწყვეტილიყო”.
“ჩვენ ვხედავთ ადამიანი უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს და მე არ მინდა ვეთანხმებოდე იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი მათ ყურადღებას არ აქცევს”, – ამბობს კურცი გერმანულ მედიათან ინტერვიუში.
სებასტიან კურცმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკაზე. მისი თქმით, მიგრანტების განსახლების სავალდებულო კვოტების შემოღება ვენა არ ეთანხმება.
“თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მიგრანტების მიღება”, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
31 წლის სებასტიან კურცი ავსტრიის მთავრობას გასულ კვირას ჩაუდგა სათავეში. მისი პარტიის პარტნიორი ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიაა”, რომლის ლიდერიც ავსტრიის ვიცე-კანცლერი გახდა.