ავსტრიის ძალოვან სტრუქტურებს ულტრამემარჯვენე პარტიის კანდიდატები უხელმძღვანელებენ
ავსტრიის ძალოვან სტრუქტურებს ულტრამემარჯვენე „თავისუფალი პარტიის“ კანდიდატები უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ საზოგადოებას პარტიის ლიდერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ აცნობა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ თავად შტრახე ვიცე-კანცლერისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ულტრა-მემარჯვენე პარტია უმრავლესობის ფორმირებისთვის კოალიციაში, არჩევნებში გამარჯვებულ მემარჯვენე-ცენტრისტულ „სახალხო პარტიასთან“ შევიდა, რომლის ლიდერიც, 31 წლის სებასტიან კურცი, ავსტრიის მთავრობას კანცლერის რანგში, მომდევნო 4 წლის ვადით ჩაუდგება სათავეში.
კოალიციური მთავრობა მოვალეობის შესრულებას 18 დეკემბრიდან შეუდგება.