ავსტრალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი სპეციალისტი ბერ ვან მაარვიკი დაინიშნა.
65 წლის სპეციალისტი გუნდს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.
ავსტრალია დღემდე მუნდიალის ერთადერთ მონაწილედ რჩებოდა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი არ ჰყავდა.
„ბევრ მოთამაშეს ვიცნობ და ვიცი, როგორ თამაშობდა ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. არ ვაპირებთ რუსეთში მხოლოდ საბრძოლველად წასვლას, ჩვენ მატჩების მოგება გვინდა”, – აღნიშნა ვან მაარვიკმა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიის ნაკრების მეტოქეები არიან – საფრანგეთი, პერუ და დანია.