ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაქვეყნა #1TVSPORT
ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაქვეყნა #1TVSPORT

ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. „სოკერრუზის“ საბოლოო განაცხადში 26 ფეხბურთელი მოხვდა.

მეკარეები – ენდრიუ რედმეინი (სიდნეი), მეტიუ რაიანი (კოპენჰაგენი, დანია), დენი ვუკოვიჩი (სენტრალ კოსტ მარინერსი);

მცველები – ნათანიელ ატკინსონი, კაი როულზი (ორივე – ჰართსი, შოტლანდია), აზიზ ბეჰიჩი (დანდი, შოტლანდია), მილოშ დეგენეკი (კოლამბუს ქრიუ, აშშ), ტომას დენგი (ალბირექს ნიიგატა, იაპონია), ფრან კარაჩიჩი (ბრეშა, იტალია), ჯოელ კინგი (ოდენსე, დანია), ჰარი სუტარი (სტოკ სიტი, ინგლისი), ბეილი რაიტი (სანდერლენდი, ინგლისი);

ნახევარმცველები – კეანუ ბაკუსი (სენტ მირენი, შოტლანდია), კემერონ დევლინი (ჰართსი, შოტლანდია), აიდინ ჰრუსტიჩი (ვერონა, იტალია), ჯექსონ ირვაინი (სანკტ პაული, გერმანია), რაილი მაკგრი (მიდლსბრო, ინგლისი), აარონ მუი (სელტიკი, შოტლანდია);

ფორვარდები – მარტინ ბოილი (ჰიბერნიანი, შოტლანდია), ჯეისონ კამინგსი, გარანგ კოული (ორივე – სენტრალ კოსტ მარინერსი), მიტჩელ დიუკი (ფაჯიანო ოკაიამა, იაპონია), კრეიგ გუდვინი (ადელაიდა იუნაიტედი), მეტიუ ლეკი, ჯეიმი მაკლარენი (ორივე – მელბურნ სიტი), ავერ მაბილი (კადისი, ესპანეთი).

ავსტრალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ტუნისს, საფრანგეთსა და დანიას შეხვდება.