ბორჯღალოსნები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დღეს დაუპირისპირდებიან | იაპონია 2019
ბორჯღალოსნები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დღეს დაუპირისპირდებიან | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკანასკნელ მატჩს დღეს გამართავს. ბორჯღალოსნები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრალიის ნაკრებს შეხვდებიან.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნაკრებს რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილი უჭირავს, ავსტრალიას კი მე-6.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე სამი მატჩი უკვე გამართეს, რომელთაგან ერთი მოიგეს (ურუგვაი), ორში კი დამარცხდნენ (უელსი, ფიჯი). ავსტრალიის ნაკრებმა კი პირველი მატჩი უელსთან დათმო, თუმცა შემდეგ ფიჯისა და ურუგვაის მოუგო და ამჟამად 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა.

11 ოქტომბერი. შიზუოკა

საქართველო – ავსტრალია (14:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Live

დატოვე კომენტარი