ავღანეთში თვითმკვლელების თავდასხმისას ნატოს-ს მისიის მონაწილე სამი სამხედრო დაიღუპა
ავღანეთში თვითმკვლელების თავდასხმისას ნატოს-ს მისიის მონაწილე სამი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ალიანსში ადასტურებენ. შემთხვევის შედეგად კიდევ სამი სამხედრო დაიჭრა. მათ შორის არის ერთი ამერიკელი და ორი ავღანელი.
გარდაცვლილი ჯარისკაცების ვინაობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჯერ არ ასახელებენ. როგორც ნატო-ში აცხადებენ, თვითმკვლელი ტერორისტები ალიანსის საპატრულო კოლონას 5 აგვისტოს დაესხნენ თავს. ადგილობრივის მედიის ცნობით, შემთხვევა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია პარვანში მოხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ რომ, ქართველი სამხედროები ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება მოშორებით, ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.