ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში დაღუპული სამი სამხედრო ჩეხეთის მოქალაქეა
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში დაღუპული სამი სამხედრო ჩეხეთის მოქალაქეა

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში დაღუპული სამი სამხედრო ჩეხეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

შეგახსენებთ, ავღანეთის აღმოსავლეთით თვითმკვლელი ტერორისტები ნატო-ს კოლონას დაესხნენ თავს. შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა სამი სამხედრო მოსამსახურე.

სამი დაჭრილიდან ერთი ამერიკელი და ორი ავღანელია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად ქართველი ჯარისკაცები არ დაშავებულან.