თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავღანეთში, თავდასხმის დროს ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

14:36, 05.08.2018

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ.

უწყებაში ადასტურებენ რომ, ქართველი სამხედროები ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება მოშორებით, ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.

შეგახსენებთ, ავღანეთში თვითმკვლელების თავდასხმისას ნატოს-ს მისიის მონაწილე სამი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ალიანსში ადასტურებენ. შემთხვევის შედეგად კიდევ სამი სამხედრო დაიჭრა. მათ შორის არის ერთი ამერიკელი და ორი ავღანელი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

მსგავსი