თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავღანეთში, თავდასხმის დროს ქართველი სამხედროები არ დაშავებულან
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ.
უწყებაში ადასტურებენ რომ, ქართველი სამხედროები ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება მოშორებით, ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.
შეგახსენებთ, ავღანეთში თვითმკვლელების თავდასხმისას ნატოს-ს მისიის მონაწილე სამი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ალიანსში ადასტურებენ. შემთხვევის შედეგად კიდევ სამი სამხედრო დაიჭრა. მათ შორის არის ერთი ამერიკელი და ორი ავღანელი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.