მაიკ პომპეო ავღანეთის პროვინცია ყანდაარში მომხდარ თავდასხმას გმობს
მაიკ პომპეო ავღანეთის პროვინცია ყანდაარში მომხდარ თავდასხმას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ავღანეთის პროვინცია ყანდაარში მომხდარ თავდასხმას გმობს. მაიკ პომპეო გარდაცვილთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.

„ჩვენ თანავუგრძნობთ გენერალ რაზიკისა და თავდასხმისას დაღუპული სხვა ავღანელი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს. ასევე, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს, მათ შორის ორ ამერიკელსა და კოალიციის ერთ წევრს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-ი კვლავ განაგრძობს ავღანეთის მხარდაჭერას, მათ შორის ქვეყანაში 20 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში.