ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით სამხედრო ბაზაზე შევარდა, დაღუპულია სულ მცირე 26 ადამიანი
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით სამხედრო ბაზაზე შევარდა, დაღუპულია სულ მცირე 26 ადამიანი

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით სამხედრო ბაზაზე შევარდა და თავი აიფეთქა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 26 ადამიანი, 17 კი დაშავებულია. ყველა გარდაცვლილი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

დატოვე კომენტარი