ავღანეთში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 95 კი, დაშავდა
ავღანეთში დანაღმული სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა.
ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა. მოძრაობა „თალიბანში“ განაცხადეს, რომ აფეთქება მათ მოაწყვეს და სამიზნე საავადმყოფოს გვერდით მდებარე სამთავრობო შენობა იყო.
მთავრობის წევრების ინფორმაციით, თალიბები უსაფრთხოების ძალების საწვრთნელ ცენტრზე აპირებდნენ თავდასხმას.
აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, ქალები და საავადმყოფოს პაციენტები.