AusOpen 2018 - ჯოკოვიჩი, ვავრინკა და ზვერევი მეორე წრეში არიან
AusOpen 2018 - ჯოკოვიჩი, ვავრინკა და ზვერევი მეორე წრეში არიან

ავსტრალიის ღიას მეორე სათამაშო დღის მთავარი ინტრიგა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამოსვლა იყო. ტურნირის ექვსგზის ჩემპიონი პირველ მატჩს ატარებდა ივლისის შემდეგ, ამიტომაც, მისი სათამაშო ფორმის შესახებ არანაირი ინფორმაცია და ვარაუდი არ არსებობდა.

ჯოკოვიჩის მეტოქე ამერიკელი დონალდ იანგი იყო, რომელიც 63-ე ადგილზეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში. უნდა ითქვას, რომ იანგმა ვერ გაუწია სერიოზული წინააღმდეგობა სერბს. ის მატჩის მსვლელობისას უმატებდა, მაგრამ არა იმდენად, რომ რაიმე პრობლემა შეექმნა ჯოკოვიჩისთვის. ნოვაკის უპირატესობაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ 25 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.საბოლოოდ, საათსა და 52 წუთში ჯოკოვიჩმა 6:1, 6:2, 6:4 მოიგო.

სტენ ვავრინკაც პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა დაახლოებით ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ და შვეიცარიელს აშკარად ეტყობოდა უთამაშებლობა. ლიტველი რიკარდას ბერანკისის წინააღმდეგ, სტენი ოთხიდან სამ სეტში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე მაინც შეძლო მოგება 2 საათსა და 50 წუთში – 6:3, 6:4, 2:6, 7:6(2).

საკმაოდ რთული მატჩი ჰქონდა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს ალექსანდრ ზვერევს. ის იტალიელ ტომას ფაბიანოს ეთამაშებოდა და პირველ სეტში გაანადგურა მეტოქე, მაგრამ მეორე და მესამე სეტებში ახლოს იყო წაგებასთან: ორივე შემთხვევაში ფაბიანო 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ბოლო ნაბიჯი ვერ გადადგა და 2 საათსა და 25 წუთში წააგო – 1:6, 7:6(5), 5:7.

უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
ვავრინკა (შვეიც, 9)-ბერანკისი (ლიტ) 6:3, 6:4, 2:6, 7:6(2)
რამოსი (ესპ, 21)-დონალდსონი (აშშ) 6:2, 6:3, 6:4
გოიოვჩიკი (გერ)-კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 6:3, 6:1
ა. ზვერევი (გერ, 4)-ფაბიანო (იტა) 6:1, 7:6(5), 7:5
გოფენი (ბელ, 7)-ბახინგერი (გერ) 6:7(3), 6:3, 6:2, 6:4
დონსკოი (რუს)-ფ. მაიერი (გერ) 6:4, 6:4, 6:4
სონეგო (იტა)-ჰაასე (ჰოლ) 6:3, 7:5, 6:7(6), 7:5
ჯოკოვიჩი (სერ, 14)-იანგი (აშშ) 6:1, 6:2, 6:4