AusOpen 2018 - პლიშკოვამ, კერბერმა და კონტამ იოლად მოიგეს
AusOpen 2018 - პლიშკოვამ, კერბერმა და კონტამ იოლად მოიგეს

ქალთა ტურნირზე მეორე სათამაშო დღე მოულოდნელობების გარეშე მიმდინარეობს. ფავორიტებმა კარგი სათამაშო ფორმა აჩვენეს.

ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ საათსა და 34 წუთში მოუგო პარაგვაელ ვერონიკა სეპედეს – 6:3, 6:4. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა 28 “ვინერსი” დააგროვა და 13-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მატჩის წინ, პლიშკოვამ კარგი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა – ავსტრალიაში მის მიერ ყოველ ჩაწოდებულ ეისზე, საქველმოქმედო ფონდში 100 დოლარს გადარიცხავს. სეპედეს წინააღმდეგ ჩეხს 7 ეისი ჰქონდა, ასე რომ, ქველმოქმედებას 700 დოლარი მოხმარდება.

ტურნირის მეცხრე ნომერმა იოჰანა კონტამ 37 “ვინერსის” წყალობით საათსა და რვა წუთში მოუგო ამერიკელ მედისონ ბრენგლს – 6:3, 6:1.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანჟელიკ კერბერმა კი პირველი სეტი “მშრალი” ანგარიშით მოუგო თანამემამულე ანა-ლენა ფრიდზემს, მეორეს 4:1-ს იგებდა, მაგრამ მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა, თუმცა უფრო დიდი გართულებები აიცილა თავიდან – 6:0, 6:4. ეს შეხვედრაც საათი და რვა წუთი გაგრძელდა.

უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 6)-სეპედე (პარ) 6:3, 6:4
კონტა (ბრიტ, 9)-ბრენგლი (აშშ) 6:3, 6:1
გარსია (საფ, 8)-ვიტჰოფტი (გერ) 7:5, 6:3
კერბერი (გერ, 21)-ფრიდზემი (გერ) 6:0, 6:4
ვეკიჩი (ხორ)-ჰიბინო (იაპ) 7:5, 6:3
სასნოვიჩი (ბლრ)-მაკჰეილი (აშშ) 6:3, 6:2
ვონდროუშოვა (ჩეხ)-ნარა (იაპ) 7:5, 6:4