AusOpen 2018 - მილოშ რაონიჩს 36 ეისმა ვერ უშველა
AusOpen 2018 - მილოშ რაონიჩს 36 ეისმა ვერ უშველა

მოულოდნელად დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღე. ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი მილოშ რაონიჩი.

კანადელი ჩოგბურთელი სამსაათნახევარი ებრძოდა სლოვაკ ლუკაშ ლაჩკოს (86-ე ნომერი) და ოთხ სეტში დამარცხდა – 7:6(5), 5:7, 4:6, 6:7(4).

ჩვეულებრივ, რაონიჩი კარგად აწვდიდა და 36 ეისი დააგროვა, მაგრამ ცუდად მოქმედებდა მეტოქის მოწოდებაზე. კანადელმა მხოლოდ 5 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთხელ შეძლო სლოვაკის მოწოდების აღება. თავად ლაჩკომ ცხრიდან სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება მოახერხა.

რაონიჩის გარდა, კიდევ ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. ტურნირის მე-20 ნომერმა, ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა სამ სეტში წააგო 34 წლის თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან – 1:6, 5:7, 5:7.

ბაუტისტა აგუტი პირველ სეტში განადგურდა, მეორესა და მესამეში პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, მაგრამ ვერდასკომ ორივეჯერ ორ-ორი ბრეიკით უპასუხა.

უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:

კუერი (აშშ, 13)-ლოპესი (ესპ) 6:3, 6:4, 6:2
ვერდასკო (ესპ)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 20) 6:1, 7:5, 7:5
ლაჩკო (სლოვაკ)-რაონიჩი (კან, 22) 6:7(5), 7:5, 6:4, 7:6(4)
მანარინო (საფ, 26)-ბერეტინი (იტა) 6:4, 6:4, 6:4
ვესელი (ჩეხ)-შაფრანეკი (ჩეხ) 6:4, 6:3, 6:3
მარტერერი (გერ)-შტებე (გერ) 6:0, 6:3, 6:4
ფუჩოვიჩი (უნგ)-ალბოტი (მოლ) 6:2, 6:3, 4:6, 7:5
კიკერი (არგ)-ტომპსონი (ავსტრა) 6:3, 6:1, 4:6, 3:6, 6:3
ბენეტო (საფ)-დანიელი (იაპ) 6:7(6), 7:6(0), 6:4, 6:1.