AusOpen 2018 - ავსტრალიის ღია ოქსანა​ კალაშნიკოვა გამოეთიშა
AusOpen 2018 - ავსტრალიის ღია ოქსანა​ კალაშნიკოვა გამოეთიშა

1/16 ფინალიდან გამოეთიშა ავსტრალიის ღია პირველობას ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ქალთა წყვილების ტურნირზე თამაშობდა. ქართველი ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოსთან ერთად მეორე წრეში იყო გასული, თუმცა იქ პირველ ნომრად განთესილებს – ტაილანდელ ლატიშა ჩანსა და ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვას ხვდებოდნენ.

ფავორიტებმა იოლად მოიგეს. პირველ სეტში ჩანმა და ჰლავაჩკოვამ “მშრალი” ანგარიში დააფიქსირეს.

მეორეში კალაშნიკოვამ და ლეპჩენკომ გაიბრძოლეს, ერთხელ დაკარგული მოწოდება დაიბრუნეს, მაგრამ ბოლოს კიდევ ერთხელ დათმეს საკუთარი გეიმი და საათსა და 11 წუთში დამარცხდნენ – 0:6, 5:7.