აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს ხელფასი სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლად გაუზარდა
აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს ხელფასი სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლად გაუზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2015-2016 წლებში სამეურვეო საბჭო მაუწყებელზე ფინანსურ და მმართველობით კონტროლს წარმართავდა მნიშვნელოვანი სისუსტეებით.

ანგარიში 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლად, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს გაუზარდა ხელფასი 1 182 139 ლარით.

„მაუწყებლის ყველა თანამშრომელი, გარდა გენერალური დირექტორისა, ირიცხებოდა შტატგარეშე თანამშრომლად. მაუწყებელმა, სამურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე, გასწია შემდეგი ხარჯები: 2015 წელს –  3 704 559 ლარი, ხოლო 2016 წელს – 4 302 233 ლარი“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.