თინათინ ბერძენიშვილმა ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
თინათინ ბერძენიშვილმა ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, ეუთო/ოდირ-ის მისიის საარჩევნო დეპარტამენტის უფროსი მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების საკითხებში ვლადიმერ მისევი, საარჩევნო საკითხებში მრჩეველი ქსენია დაშუწინა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პროგრამისა და ადმინისტრირების უფროსი ოფიცერი ტიმ ნობლაუ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის საქართველოში ვიზიტის მიზანია ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოსა და 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელი პროცესის შეფასება.

შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირ-ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების შეფასების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდა კამპანიას.