ატლანტის ოკეანეში, სადაც გაუჩინარებულ არგენტინულ წყალქვეშა ხომალდს ეძებენ, აფეთქება დააფიქსირეს
ატლანტის ოკეანეში, სადაც გაუჩინარებულ არგენტინულ წყალქვეშა ხომალდს ეძებენ, აფეთქება დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო BBC საზღვაო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
მაღალჩინოსნის თქმით, დაფიქსირდა უჩვეულო, ერთჯერადი და მოკლე არაბირთვული აფეთქება. თუმცა, რა მოვლენასთან აქვთ საქმე, ამ დროისთვის უცნობია.
არგენტინული წყალქვეშა ხომალდი „სან ხუანი“ გასულ ოთხშაბათს გაუჩინარდა. მის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფება.
ხომალდი მარ დელ პლატას პორტიდან 15 ნოემბერს გავიდა და გარკვეული დროის შემდეგ განგაშის ავარიული სიგნალი გადასცა, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ათამდე ქვეყანაა ჩართული. მათ შორის აშშ და რუსეთიც.
არგენტინის საზღვაო ძალების ოფიციალური წარმომადგენელი წყალქვეშა ხომალდის ბორტზე მყოფი სამხედროების ოჯახის წევრებს მოუწოდებს, იმედი არ დაკარგონ.