ატლანტაში, სამ სპა-ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
ატლანტაში, სამ სპა-ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ატლანტაში, სამ სპა-ცენტრში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მსხვერპლთა შორის ექვსი აზიელი ქალია.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია სამივე თავდასხმაში.

თავდასხმები სამ სხვადასხვა სპა-ცენტრში, მათ შორის აზიური მასაჟის სალონში, დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით განხორციელდა.

ატლანტის პოლიციის განცხადებით, გამოძიება დარწმუნებულია, რომ სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე პირი მოქმედებდა.

სამართალდამცველები დამნაშავის ქმედების მოტივებზე ჯერ არ საუბრობენ. ასევე ჯერ უცნობია, გახდნენ თუ არა გარდაცვლილები თავდამსხმელის სამიზნე მათი რასისა ან ეთნიკური კუთვნილების გამო.