საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედს“ შეუერთდა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედს“ შეუერთდა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ სამუშაო ვიზა მიიღო, ამერიკაში გაფრინდა და ახალ გუნდს, „ატლანტა იუნაიტედს“ შეუერთდება – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე ფოტო და ვიდეომასალას გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„24 აგვისტო. ქართველი ბიჭის პირველი დღე“ – კლუბმა საბა ლობჟანიძის ჩასვლის ვიდეო ამ სათაურით გაავრცელა. ქართველმა ფეხბურთელმა ახალი გუნდელების ტრადიციულ დერეფანში გაირბინა და „ატლანტაში“ პირველად ივარჯიშა. ვიდეოს სანახავად გადადით „ატლანტა იუნაიტედის“ ინსტაგრამის გვერდზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Atlanta United FC (@atlutd)

ლობჟანიძე „ჰატაისფორიდან“ ამერკულ კლუბში 2 აგვისტოს გადავიდა, მაგრამ „სიეტლთან“ („ატლანტამ“ სტუმრად 2:0 მოიგო) MLS-ის ტურის მატჩი გამოტოვა. საბა ამერიკის ვიზას ელოდა, მუშაობის უფლება მიიღო და 23 აგვისტოს უკვე ატლანტაში ჩაფრინდება.

„ატლანტა იუნაიტედი“ მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „ნეშვილთან“ ჩაატარებს და სავარაუდოდ, საბა ლობჟანიძის დებიუტი ამ შეხვედრაში შედგება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ამერიკის ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 ტური შემდეგ 38 ქულით მეშვიდე ადგილზეა.