„მანჩესტერ იუნაიტედში“ უსაფრთხოების პრობლემა შეიქმნა – დრონით მაურისიო პოჩეტინოს პირველი ვარჯიში გადაიღეს #1TVSPORT

14:35, 20.11.2026

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს პირველი ვარჯიში დრონით გადაიღეს, რის შემდეგაც ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, შემთხვევა 19 ნოემბერს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. YouTube-ზე გამოქვეყნებულ 12-წუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ ხელმძღვანელობენ პოჩეტინო და მისი სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელების ტაქტიკურ ვარჯიშს.

აღსანიშნავია, რომ კარინგტონის ტერიტორიაზე დრონების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ გადაღებისას კანონი არ დაურღვევია.

Reuters-ის ცნობით, 20 ნოემბერს დრონის ოპერატორმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და ვიდეო YouTube-დან წაშალა. მისი განცხადებით, გადაღება არაეთიკური საქციელი იყო.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

პოჩეტინოს ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველ მატჩს 22 ნოემბერს, პრემიერლიგის ფარგლებში, სტუმრად „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი