ლობჟანიძის „ატლანტამ“ ერთ-ერთ ლიდერთან დიდი უპირატესობა ვერ გამოიყენა #1TVSPORT
ლობჟანიძის „ატლანტამ“ ერთ-ერთ ლიდერთან დიდი უპირატესობა ვერ გამოიყენა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ აშშ-ის ჩემპიონატის (MLS) აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, „ფილადელფიას“ უმასპინძლა, დიდი უპირატესობა მატჩის ბოლოს გაანიავა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.

საბა ლობჟანიძე ბოლო პერიოდში წარმატებით თამაშობს, ზედიზედ ორ შეხვედრაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მწვრთნელი ქართველით კმაყოფილია და ამბობს, რომ, შეტევის გარდა, საბა გუნდს დაცვაშიც დიდ სამსახურს უწევს.

თუმცა ამჯერად ქართველის გუნდისთვის თამაში სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მართალია, ამჯერად გოლით და ასისტით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ბურთი ძელს მოარტყა, შეტევებს კარგი გადაცემებით ამწვავებდა.

„ატლანტა იუნაიტედი“ 73-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა, 2:2 ითამაშა, MLS-ში გამართული 7 ტურის შემდეგ 11 ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.