საფრანგეთის ქალაქ ანსში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავებული ორი ბავშვი საავადმყოფოში რჩება
საფრანგეთის ქალაქ ანსში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავებული ორი ბავშვი საავადმყოფოში რჩება

საფრანგეთის ქალაქ ანსში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა, ოლივერ ვერანმა განაცხადა.

„ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც მე მაქვს, ორი ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ვერანმა.

„ბიბისის“ ცნობით, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე დაშავებულებსა და მათ ოჯახებს მოინახულებენ. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ თავდასხმის გამო „მთელი ერი შოკირებულია“.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ქალაქ ანსში ერთ-ერთ საბავშვო პარკში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ექვსი პირი დაჭრა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი. 30 წლის სირიელი თავდამსხმელი დაკავებულია.