1,1 მილიონი ლობჟანიძის ტრანსფერში - „ჰატაისპორი“ „ატლანტასგან“ მეტს ითხოვს #1TVSPORT
1,1 მილიონი ლობჟანიძის ტრანსფერში - „ჰატაისპორი“ „ატლანტასგან“ მეტს ითხოვს #1TVSPORT

ბრიტანული საინფორმაციო და გასართობი ვებგვერდი HITC-ი თურქულ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საბა ლობჟანიძეს ამერიკის მეიჯორ ლიგაში (MLS) იწვევენ.

„ატლანტა იუნაიტედმა“ სატრანსფერო შეთავაზებით მიმართა „ჰატაისპორს“ და ქართველი გარემარბის, საბა ლობჟანიძის შეძენა გადაწყვიტა. თურქ ჟურნალისტ იაგიზ საბუნჩოღლუს თქმით, ამერიკულმა გუნდმა პირველი ნაბიჯი გადადგა მის დასამატებლად და 28 წლის თავდამსხმელის საფასურად „ჰატაისპორს“ მილიონი ევრო (1,1 მილიონი დოლარი) შესთავაზა. თუმცა, „ჰატაისპორს“ დაახლოებით 1,5 მილიონი ევროს (1,6 მილიონი აშშ დოლარი) მიღება სურს თურქული სუპერლიგის ვარსკვლავის საფასურად. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რადგან „ატლანტა“ ლობჟანიძის ტრანსფერს გეგმავს.

„ამერიკული გუნდი შემტევ მოთამაშეს თურქეთში ეძებს. მანამდე „ატლანტას“ უკავშირებდნენ „ფენერბაჰჩეს“ მოთამაშე დიეგო როსის მომავალს. თუმცა, როგორც ჩანს, გუნდის პრიორიტეტული „სამიზნე“ ლობჟანიძეა – სავარაუდოდ, ფლანგის შემტევის ასაკისა და ფასის გამო. მართლაც, ლობჟანიძე თავისი კარიერის პიკშია და შეიძლება მზად იყოს ისეთ გუნდში გადასასვლელად, როგორიც „ატლანტაა“. ლობჟანიძე ამერიკელი და „ატლანტას“ გულშემატკივრებისთვის სრულიად უცნობი ფეხბურთელია. ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის უმეტესი ნაწილი თურქეთში და მშობლიურ საქართველოში გაატარა. ხმების მიხედვით, ზაფხულში ფორვარდი შეიძლება „ატლანტას“ გონივრული შენაძენი აღმოჩნდეს.

როგორც ვიცით, ლობჟანიძე კარიერის მწვერვალზეა, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება თურქეთში და არის საქართველოს ნაკრების წევრი, იმ ქვეყნის, რომელიც ევროპაში ნელ-ნელა წინ მიდის. „ატლანტასთვის“ კი ლობჟანიძე შეიძლება იყოს ერთგვარი სიმბოლო, რომლის დახმარებითაც გონსალო პინედას სურს, ამერიკის ჩემპიონატის გიგანტებს დაუპირისპირდეს“, – ამტკიცებს ბრიტანული საინფორმაციო და გასართობი ვებგვერდი.