აშშ-ში სროლის დროს 10 მოზარდი დაიჭრა. „სიენენის“ ცნობით, სროლა ალაბამას შტატში, სკოლაში საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალაქ მობილში მომხდარი სროლის დროს დაჭრილებიდან ხუთი მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მათი ასაკი 15-დან 18 წლამდე მერყეობს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავმა უწყებამ ორი პირი დააკავა. ჯერ უცნობია, რა მოტივით მოხდა სკოლის სტადიონზე სროლა.