აშშ-ს სკოლაში სროლის შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა, რვა დაშავდა
აშშ-ს სკოლაში სროლის შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა, რვა დაშავდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სკოლაში სროლის დროს ერთი მოზარდი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. თავდასხმა კოლორადოს შტატში, დუგლასის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სასწავლებელ „სტემში“ ცეცხლი ორმა ადამიანმა გახსნა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები ამავე სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი სხვადასხვა შესასვლელიდან სკოლის ტერიტორიაზე ერთდროულად შევიდნენ და იქ მყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სიენენი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ და ორივე ეჭვმიტანილი დააკავეს. ისინი წინასწარი დაკითხვის იზოლატორში იმყოფებიან.

სიენენის“ ცნობით, თავდასხმის დროს სკოლაში სულ 1800-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. პოლიცია ახლა ეჭვმიტანილების ბიოგრაფიებს სწავლობს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დრომდე არც ერთი დაკავებული სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში არ მოქცეულა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.