ბრაზილიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

18:39, 13.03.2019

ბრაზილიაში სროლის შედეგად მოკლულია რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

გარდაცვლილთა შორის ორი თავდამსხმელია.

შემთხვევა ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქის, სან-პაულუს ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცეცხლი ჯერ სკოლის ეზოში გახსნეს, შემდეგ კი, შენობაში შეიჭრნენ.

მსგავსი