ბრაზილიაში სროლის შედეგად მოკლულია რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
გარდაცვლილთა შორის ორი თავდამსხმელია.
შემთხვევა ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქის, სან-პაულუს ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცეცხლი ჯერ სკოლის ეზოში გახსნეს, შემდეგ კი, შენობაში შეიჭრნენ.