„როიტერი“ - ბრაზილია და ჩინეთი რუსეთ-უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ
„როიტერი“ - ბრაზილია და ჩინეთი რუსეთ-უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ

ბრაზილია და ჩინეთი რუსეთ-უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ორივე ქვეყანამ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი.

დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას სპეციალურმა მრჩეველმა, სელსო ამორიმმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ნათქვამია, რომ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკება ერთადერთი ეფექტური გამოსავალია „უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად“.

ბრაზილიამ და ჩინეთმა ასევე მოუწოდეს ყველა შესაბამის მხარეს, დაიცვან სამი პრინციპი სიტუაციის დეესკალაციისთვის: არ მოხდეს ბრძოლის ველის გაფართოება, არ მოხდეს ბრძოლების ესკალაცია და არცერთი მხარის პროვოკაცია. დოკუმენტის თანახმად, მასობრივი განადგურების იარაღის, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენება უნდა იყოს უარყოფილი.

„ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული ბირთვული იარაღის გავრცელებისა და ბირთვული კრიზისის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.