ბელგიაში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

19:27, 23.11.2026

ბელგიაში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება ბრიუსელის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მსვლელობის დასასრულს აქციის მონაწილეებმა ავტომობილი დაწვეს.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ბრიუსელში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. საყოველთაო გაფიცვის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა. საჰაერო მიმოსვლა სრულად შეჩერდა როგორც ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში, ისე შარლერუას აეროპორტში.

„დღეს ჯამში 404 რეისი ვერ შესრულდება, რაც 50 000-ზე მეტ მგზავრს შეეხება“, – განაცხადა ბრიუსელის აეროპორტის წარმომადგენელმა.

გაფიცვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. სერიოზული შეფერხებები იყო ავტობუსების, ტრამვაისა და მეტროს ხაზებზე.

მსგავსი