ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში, სკოლაში სროლისას 17 წლის მოსწავლე დაიღუპა

11:40, 08.03.2018

ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში, სკოლაში სროლისას 17 წლის მოსწავლე დაიღუპა.

ინციდენტის შედეგად კიდევ ორი ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გოგონა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე მეგობრის თანდასწრებით იარაღით თამაშობდა, რა დროსაც უეცარი გასროლა მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკოლის მოსწავლემ იარაღით შემთხვევით დაზიანება თავადაც მიიყენა.

მსგავსი