ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში, სკოლაში სროლისას 17 წლის მოსწავლე დაიღუპა
ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში, სკოლაში სროლისას 17 წლის მოსწავლე დაიღუპა.
ინციდენტის შედეგად კიდევ ორი ადამიანია დაშავებული.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გოგონა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე მეგობრის თანდასწრებით იარაღით თამაშობდა, რა დროსაც უეცარი გასროლა მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკოლის მოსწავლემ იარაღით შემთხვევით დაზიანება თავადაც მიიყენა.