აშშ-ში რუსეთის ელჩი შავ ზღვაში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედებას პროვოკაციად აფასებს
აშშ-ში რუსეთის ელჩი შავ ზღვაში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედებას პროვოკაციად აფასებს.
„ჩვენ შესანიშნავად გვესმის, თუ რას აკეთებენ ამერიკელები და ნატო-ს წევრები. საიდუმლო არაა, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედება ცხადი გახდა 2014-2015 წლების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმი მიიერთა“, – აღნიშნა ანატოლი ანტონოვმა.
გასულ კვირაში შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი Carney შევიდა და კიდევ ერთ სამხედრო ხომალდს Ross-ს შეუერთდა. პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით დასავლურ მედიაში წერენ, რომ ვაშინგტონი შავ ზღვაში სამხედრო კომპონენტს რუსეთის მზარდი ძალის საპირისპიროდ აძლიერებს.