აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებში ურთიერთობების გაუმჯობესებაა
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებში ურთიერთობების გაუმჯობესებაა

აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებში ურთიერთობების გაუმჯობესებაა, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა აშშ-ში რუსეთის ელჩთან ანატოლი ანტონოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ბოლტონისა და ანტონოვის შეხვედრა 19 აპრილს თეთრ სახლში გაიმართა.

„ურთიერთობების გაუმჯობესება მოითხოვს ჩვენი შეშფოთების აღმოფხვრას 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან, ბრიტანეთში ქიმიური იარაღის უგუნურ გამოყენებასთან, ასევე უკრაინაში და სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.

ჯონ ბოლტონმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა მარტის ბოლოს დაიკავა. ახალი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში კონსერვატიული შეხედულებებითაა ცნობილი და რუსეთთან ურთიერთობებში მკაცრი ხაზის მხარდამჭერია.