უცხოური მედიის ცნობით, სტამბოლში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
სტამბოლში ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
უცხოური მედიის ცნობით, ათასობით ადამიანმა სტამბოლში, ბეშიქთაშის რაიონში საპროტესტო მსვლელობა გამართა. დემონსტრანტებს ჰქონდათ ბანერი წარწერით: „ჩვენ ვითხოვთ გამოხატვის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას და ჟურნალისტების უფლებების დაცვას“
აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური „ახალი პარტია“ იყო.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თურქეთში დემოკრატიული უფლებები სულ უფრო ნაკლებად არის დაცული, იხურება ოპოზიციური ტელეარხები და იზღუდება ჟურნალისტების საქმიანობა. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის მისაღებად სულ უფრო ხშირად მიმართავენ სოციალურ ქსელებს, თუმცა შეზღუდვები ციფრულ პლატფორმებზეც ვრცელდება.
საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც პოლიციამ ტელეკომპანია Sözcü TV-ის ოფისებში რეიდი ჩაატარა. არხის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი დააკავეს და ტელევიზიის სამართავად სახელმწიფო მმართველი დანიშნეს. Sözcü TV მეექვსე მსხვილი თურქული მედიასაშუალებაა, რომლის სამართავადაც ხელისუფლებამ სახელმწიფო მმართველი დანიშნა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ტელეკომპანიების – Halk TV-ს, Flash TV-ს, Eko Turk-ის, Haberturk-ისა და Tele1-ის შემთხვევაში.