საუდის არაბეთის სამხედრო-საზღვაო ძალები აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
საუდის არაბეთის სამხედრო-საზღვაო ძალები აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

საუდის არაბეთის სამხედრო-საზღვაო ძალები აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ უმსხვილეს საერთაშორისო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წვრთნები სპარსეთისა და ომანის ყურეში, ასევე არაბეთის ზღვასა და არაბეთის ყურეში 25 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება.

მასში მონაწილეობას 56 ქვეყანა და ექვსი საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს. სწავლების მიზანი იმ საფრთხეების დამუშავება იქნება, რომელიც ხომალდების თავისუფლად ნავიგაციისთვის საშიშროებას წარმოადგენს.