აშშ-ში რუსეთის ელჩმა თანამემამულე დიპლომატების გაძევების გამო, უეს მიტჩელს პროტესტი გამოუცხადა
აშშ-ში რუსეთის ელჩმა თანამემამულე დიპლომატების გაძევების გამო, უეს მიტჩელს პროტესტი გამოუცხადა

აშშ-ში რუსეთის ელჩმა თანამემამულე დიპლომატების გაძევების გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს უეს მიტჩელს პროტესტი გამოუცხადა.

ანატოლი ანტონოვის თქმით, ვაშინგტონის პროვოკაციული ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება.

„მივიღე ინფორმაცია 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ და ამის გამო მკაცრი პროტესტი გამოვთქვი. ეს არის აშშ-ის უკანონო ქმდება, რადგან დღეს არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ რუსეთი ერეოდა სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში ისევე, როგორც არ არსებობს დასტური იმისა, რომ ამ ტრაგედიასთან რუსეთია დაკავშირებული“, – განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

მისივე თქმით. მოსკოვის ყველა ზომას მიმართავს, რომ დიპლომატებამ აშშ-ი დადგენილ ვადებში დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა, კანადამ, უკრაინამ და ასევე ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ. სულ სამშობლოში დაბურნება 100 რუს დიპლომატს მოუწევს.

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტს  წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.