აშშ-ში რუსეთის ელჩი – აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობის დამყარებით

10:04, 22.05.2023

აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობის დამყარებით, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ვაშინგტონმა მკვეთრად გაამკაცრა მიდგომა ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საუბარია F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების კიევისთვის გადასაცემად მზადყოფნაზე და უპირობო თანხმობა ყირიმზე ამერიკული და სხვა დასავლური იარაღის გამოყენებით თავდასხმაზე. ასეთი ნაბიჯები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობით“, – აღნიშნა ანტონოვმა.

რუსეთის ელჩის თქმით, ყირიმზე თავდასხმას მოსკოვი განიხილავს, „როგორც თავდასხმას რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე“.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან ერთად, დაიწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას, მათ შორის F-16 ტიპის გამანადგურებლებზე.

 

 

მსგავსი